понедельник, 4 мая 2015 г.

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
მაყვალა გაზდელიანი

ლენტეხი

მე-2 საჯარო

ლენტეხი

თემის  მონახაზი
    ‘ჩ ვ ე ნ ი    ე ზ ო ‘
თემის შინაარსი   

ლენტეხის  #2   საჯარო  სკოლის  ეზოსა  და   მიმდებარე   ტერიტორიის     მდგომარეობის     შენარჩუნება  დასამომავლოდ   მისი   განმტკიცება:    გ ა მ წ ვ ა ნ ე ბ ა  და   კ ე თ ი ლ მ ო წ ყ ო ბ ა.
‘საგანი     

ბ ი ო ;ლ ო გ ი ა.  


დონე/კლასი  
 საშუალო საფეხური მე--10   ---9   კლასები      
განხორციელების დროის ჩარჩო
2  თ ვ ე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ბიოლ.IX.9.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს გარემო ფაქტორების მნიშვნელობა  ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

•              აგროვებს ინფორმაციას ლოკალურ ეკოსისტემაზე ანთროპოგენური ფაქტორის ზემოქმედების შესახებ, მასალას წარმოადგენს რეფერატის, ფოტომასალის ან ჩანახატების სახით;
•              ასახელებს ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოს (ლოკალური და გლობალური) ისეთი ცვლილებების   მაგალითებს, რომლებიც  მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, გამოთქვამს მოსაზრებას ამ პრობლემის თავიდან აცილების გზების შესახებ;
ბუნ.II.9.მოსწავლეს შეუძლია   გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
•              აკვირდება ლოკალურ გარემოს, საუბრობს ადამიანის საქმიანობით (მაგ., სკოლის და სახლის ეზო - მოვლა/გამწვანებაგამოწვეულ ცვლილებებზე;
•              გამოთქვამს მოსაზრებას სკოლის გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, სახავს მისი განხორციელების გზებს;
•              მონაწილეობს სკოლის გარემოს გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ აქციებში.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
გაიზრდება   მოსწავლეთა   შრომისუნარიანობა,  ჩართულობა  და  დაინტერესება   სკოლის   შიდა  ცხოვრებაში.
გაიზრდება  მოქალაქეობრივი  პასუხისმგებლობა  და გარემოსადმი   ჯანსაღი  დამოკიდებულება.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რაში  მდგომარეობს   ეკოლოგიური   პრობლემა?

თემატური კითხვები
რატომ   უნდა  დავიცვათ   გარემო?
   რა  არის  ეკოსისტემა და  როგორ  უნდა  ვიზრუნოთ   მასზე?
 რისთვის  არის   აუცილებელი   სუფთა   გარემო  და  რა  ზიანი   შეიძლება  გამოიწვიოს  ჩვენს  მიერ  დაბინძურებულმა   გარემომ?

შინაარსობრივი კითხვები
როგორ   გადავაქციოთ  ჩვენი  ეზო   დასვენების   ადგილად?
   რა  საშუალებები  გამოგვადგება ამისათვის?
როგორ  მოვაწყოთ  სკვერი?

 
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ












                                                  
• შეპირისპირებითი
ცხრილები
•დღიურები
• ვ-მ-ვ სქემა          

• საჭიროებების
 შეფასება
• ჯგუფის
 სამოქმედო გეგმა
• პროექტის გეგმა
ეზოს კეთილმოწყობის მაჩვენებლების ჩანიშვნის ფურცელი
•საპროექტო რუბრიკა
•საინფორმაციო ბიულეტენის საკითხების ჩამონათვალი
თანამშრომლო ბითი შეფასება
•დასკვნითი ანალიზი
•პროექტის გეგმა
.საპროექტო რუბრიკა
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
 
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
აკვირდება ლოკალურ გარემოს, საუბრობს ადამიანის საქმიანობით (მაგ., სკოლის და სახლის ეზო - მოვლა/გამწვანებაგამოწვეულ ცვლილებებზე;
•              გამოთქვამს მოსაზრებას სკოლის გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, სახავს მისი განხორციელების გზებს;
•              მონაწილეობს სკოლის გარემოს გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ აქციებში.
სასწავლო პროცედურები
შერისპირების ცხრილის საშვალებით გავააქტიურებ  მოსწავლეთა ცოდნას,საჭიროების შეფასების მიზნით.     დღიურების საშუალე
ბით შევადგენ სამოქმედო გეგმას და  ვ.მ.გ. სქემა დამეხმარება პროექტის მიზნების განსაზღვრაში.
 შევადგენ ჯგუფებს შემთხვევითი შერჩევის გზით და თვითეულ ჯგუფს მივცემ დავალებას: ერთი ჯგუფი იმუშაბებს იმფორმაციის
მოძიებაზე, რომელსაც ჩაინიშნავენ ჩანიშვნის ფურცელში . მეორე ჯგუფი იმუშაბებს საპროექტო რუბრიკაზე, მესამე ჯგუფი კი
საიმფორმაციო ბივლეტენის საკითხებზე.   ესაქტიობები მოსწავლეებს განუვითარებთ თანამშრომლობითი და საზოგადოებაში ინთეგრირების უნარს.
მუშაობის დამთავრების შემდეგ შევაჯამებთ სამუსაოს მიმდინარეობას და გავაკეთებთ ანალიზს,შევკრებთ მონაცემებს და გავაკეთებთ
ეზოს მოწყობის საბოლოო გეგმას,რაც დაგვეხმარება პროექტის მიზნების განხორციელებაში 
მოსწავლეებს ვთხოვეთ შეარჩიონ სასწავლო პროექტის ფარგლებში ჩატარებული საუკეთესო აქტივობა. გაანალიზონ, რამ განაპირობა მათი არჩევანი და ბოლოს, რა ცოდნა მიიღეს მოცემული დავალების შესრულების შედეგად.    ყურადღება პროექტის რუბრიკიდან პროექტის მართვის ქვეთავზე და შემუშავებულ პროექტისმოსწავლეების ანალიზის შედეგები მათ პორტფოლიოებს, რომლებიც ნათლად წარმოადგენს წლების მიხედვით მოსწავლეების სასწავლო პროექტებში მიღებულ გამოცდილებას.









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები

•              შეიმუშავეთ ყოველდღიურად შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი, მოსწავლეების მცდელობების ფოკუსირების ხელშესაწყობად.
•              განსაზღვრეთ მოსწავლეების ძლიერი მხარეები და  ჯგუფური დავალების შესრულებისას მიზნობრივად მოახდინეთ მათი რეალიზება.
•              უზრუნველყავით მოსწავლეების შესაბამისად გადანაწილება ჯგუფური მუშაობისას. 
•              შეამცირეთ დავალებები, ან გაზარდეთ შესრულების დრო.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)


•              საკლასო მუშაობისას დააწყვილეთ სხვა მოსწავლესთან, ენობრივი დატვირთვის საჭიროებების გათვალისწინებით. (მაგალითად, ჟურნალში ჩანაწერების გაკეთებისას)
•              მიიღეთ მოსწავლის მშობლიურ ენაზე შესრულებული დავალებები შემდგომი თარგმნისთვის.
•              ისარგებლეთ სკოლის სხვა მოსწავლეების დახმარებით, რომლებიც იმავე ენაზე საუბრობენ, თუმცა მათი ქართულის ცოდნის მაჩვენებელი შედარებით მაღალია.
•              შეამცირეთ დავალებები, ან მეტი დრო დაუთმეთ მათ შესრულებას.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
•              თუ მოსწავლეს განსაკუთრებული ტექნიკური უნარ-ჩვევები გააჩნია, მივცემ შესაძლებლობა შექმნას კლასის ვებგვერდი.
•              თუ მოსწავლეს  წერის განსაკუთრებულის უნარ-ჩვევები გააჩნია, მიეცით საშუალება კლასებს შორის ელ-ფოსტით კორესპონდენციას წარუძღვეს.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.



Комментариев нет:

Отправить комментарий